იოგა სტუდია YogaRooms 2014 წლიდან ფუნქციონირებს. ეს არის სივრცე, სადაც ჯგუფში ინდივიდუალური მიდგომით, ყველა მოსწავლე განსაკუთრებულ ყურადღებას იღებს, მიუხედავად გამოცდილების დონისა.
თუკი იოგას ასანები სწორად სრულდება, მრავალი სარგებელი შეგვიძლია მივიღოთ...
თუკი იოგას ასანები სწორად სრულდება, მრავალი სარგებელი შეგვიძლია მივიღოთ: სხეულს ვუმკურნალოთ სხვადასხვა დაავადებებისაგან; ემოციური მდგომარეობა და სიცოცხლის ხარისხი გავიუმჯობესოთ; მივაღწიოთ ფსიქოლოგიურ და სულიერ სიმშვიდეს.
ინსტრუქტორი ირინე 🧘♀
იოგას მიზანი ფიზიკური და მენტალური ჯანრთელობაა. ეს არის უნიკალური საშუალება...
იოგას მიზანი ფიზიკური და მენტალური ჯანრთელობაა. ეს არის უნიკალური საშუალება ამ სტრესულ და ქაოტურ ცხოვრებაში გაპოვნინოთ საყრდენი საკუთარ თავში, მოგცეთ ენერგია, სიცოცხლის ხალისი და პირველ რიგში მოგეხმაროთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა თუ აღდგენაში. იოგას სავარჯიშოდ ასაკი ან რაიმე ფიზიკური შეზღუდვა არ არსებობს, იოგა ყველასია, თუ მისცემთ საშუალებას, ის მოგეხმარებათ მთელი რიგი ჯანმრთელობის დარღვევებისა და დაავადებების პრევენციაში, მართვასა თუ შექცევაში.
ინსტრუქტორი ანა 🧘♀️
იოგა ინდივიდუალური პრაქტიკაა, რომელიც ეხმარება ადამიანს საკუთარი სხეულისა და მასში არსებული ენერგიის შეცნობაში...
იოგა ინდივიდუალური პრაქტიკაა, რომელიც ეხმარება ადამიანს საკუთარი სხეულისა და მასში არსებული ენერგიის შეცნობაში. იოგათი დაწყებული დღე ენერგიით ავსებს ორგანიზმს, რაც მას მთელი დღის განმავლობაში მიყვება. პოზების ყოველდღიური სწორი შესრულება ეხმარება მოვარჯიშეს განთავისუფლდეს სხვადასხვა ზონების დაძაბულობა-დაჭიმულობისგან, მატებს მოქნილობას, ენერგიასა და სიცოცხლის ხალისს. საკუთარი სხეულის შეცნობასა და შეყვარებას თანსდევს ბედნიერება და ცხოვრების ხალისი.
ინსტრუქტორი დოვიდასი 🧘
დილის იოგა დაგეხმარება ტონუსში მიაქციო სხეული, რადგან ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს...
დილის იოგა დაგეხმარება ტონუსში მიაქციო სხეული, რადგან ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, აღვიძებს და სახსრების სასიამოვნო გაშლით სხეულს ელასტიურობას უბრუნებს, ქმნის ენერგიას და გონებრივ სიფხიზლეს.
დამშვიდებული გონების ხარჯზე, გაგიადვილდება ფოკუსი და კონცენტრაცია. გამოღვიძებული სხეული კი დაგეხმარება იყო ენერგიული მთელი დღის განმავლობაში.
ინსტრუქტორი სოფო 🧘
ერთ საათიანი ჯგუფური ვარჯიში მოიცავს ჰათჰა იოგის მრავალფეროვანი ასანების სინთეზს...
ერთ საათიანი ჯგუფური ვარჯიში მოიცავს ჰათჰა იოგის მრავალფეროვანი ასანების სინთეზს, მსუბუქ სუნთქვით ვარჯიშებს და მედიტაციურ პრაქტიკას. ასანების კომბინაცია, სწორი სუნთქვა და მასზე კონცენტრაცია მოგცემს საშუალებას დააკვირდე სხეულს, გაათავისუფლო და დაამშვიდო გონება. პრაქტიკის მიზანია: ძალის, მოქნილობის, ბალანსის და კონცენტრაციის გაუმჯობესება.
მშვიდი გონება და მშვიდი სხეული ქმნის ჰარმონიას — ასეთი მდგომარეობა კი გვხდის ჯანსაღს და პროდუქტიულს.
ინსტრუქტორი თამარა 🧘♀️
YogaRooms-ის თანადამფუძნებელი...
YogaRooms-ის თანადამფუძნებელი.
ნებისმიერი შედეგსა თუ მოვლენას, რასაც მედიტაციისგან ან სხვა პრაქტიკიდან იღებ — შეგიძლია მიიღო არაფრის კეთებით ან ნებისმიერი რამით რასაც გააკეთებ... და თუ იტყვი რომ ეს შეუძლებელია — იქნება შეუძლებელი.
დავით კანდელაკი 🧘
























დღის განმავლობაში ლიმონიანი და თაფლიანი წყლის მიღება...